შსს უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

27/06/2017

შსს უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“ძვირფასო მოქალაქეებო 2017 წლის 1 ივლისიდან პოლიციას ეძლევა უფლება მის სარგებლობაში არსებულ ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეო ტექნიკა, აგრეთვე არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოები.
 უკონტაქტო პატრულირების განხორციელების არეალის შესახებ ინფორმაცია განთავსდება საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში.
 უკონტაქტო პატრულირებისას მოპოვებული ინფორმაცია განადგურდება 24 საათის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა თუკი აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ან დანაშაულის შესახებ მონაცემებს.
დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე : www.police.ge”

Tweet about this on TwitterShare on Facebook0