შს მინისტრის მოადგილე ლიტვის პოლიციის უფროსს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსს, ლინას პარნავას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბესიკ ამირანაშვილმა და ლინას პარნავამ საქართველოსა და ლიტვის საპოლიციო სტრუქტურებს შორის ორმხრივი, წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმარს უწყებაში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ბესიკ ამირანაშვილმა ლინას პარნავას შსს-ს მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა და მის ფუნქციებსა და მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა. ლიტვის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს შს სამინისტროში პროგრამის – „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ – ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საპოლიციო საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

Visited 131 times, 1 visit(s) today