შს მინისტრის მოადგილე მაინცში პოლიციის იუბილეს დაესწრო

22/05/2017

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი, შსს-ს აკადემიის რექტორთან – გივი მიქანაძესთან და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშესთან – გვანცა ჩხვიმიანთან ერთად, მაინცში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის პოლიციის დაარსებიდან 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, დელეგაციის წევრები რაინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს შსს-ს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს რაინლან-პფალცის ფედერალურ მიწასთან. 2016 წელს გაფორმდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც თანამშრომლობის ძირითად სფეროებს განსაზღვრავს და პოლიციელთა შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0