შს მინისტრმა შსს-ს თანამშრომელი მედლით დააჯილდოვა

09/06/2017

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, სამინისტროს პირველი ხარისხის მედლით ,,განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვა. შს მინისტრმა ზურაბ ჭაბაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. პოლიციის პოლკოვნიკი ზურაბ ჭაბაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში 23 წელია მუშაობს, 2014 წლიდან კი, შსს-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანაყოფს – სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0