შტატების ბირთვულ მარეგულირებელ კომისიასთან მემორანდუმი გაფორმდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ და – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვულ მარეგულირებელ კომისიასთან.
მემორანდუმი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს, რომლის უმთავრესი მიზანია მაიონებელი გამოსხივების წყაროების უსაფრთხო მართვის უზრუნველყოფა. კერძოდ, აშშ-ს ბირთვული მარეგულირებელი კომისია გამოხატავს დაინტერესებას დაეხმაროს სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, განახორციელოს ეფექტიანი მარეგულირებელი კონტროლი რადიოაქტიური წყაროების მიმართ.
თანამშრომლობა ითვალისწინებს სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს საქმიანობის მხარდაჭერას როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურითა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით, ისე ექსპერტული ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით.
ექსპერტული გამოცდილების გამოყენება მოხდება ბირთვული და რადიაციული ობიექტების ინსპექტირებისა და ამგვარ ობიექტებთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზირების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს განსავითარებლად. გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე იგეგმება შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება აშშ-ს ბირთვული მარეგულირებელი კომისიის მიერ სააგენტოს რადიოაქტიური წყაროების ინვენტარიზაციის კონტროლის პროგრამისათვის.
იმავდროულად, განხორციელდება სამეცნიერო ვიზიტები ორივე მხარის მიერ და მოხდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა საქართველოს მიერ ბირთვული უსაფრთხოების სფეროში, უკანასკნელ პერიოდში, განხორციელებული რეფორმებისა და საერთაშორისო დონეზე შეტანილი წვლილის აღიარება.

Visited 184 times, 1 visit(s) today