შუახევის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 130სმ აღწევს

08/12/2017

შუახევის მუნიციპალიტეტში თოვს. უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში და სოფლებში მისასვლელი გზები ჩაკეტა.
თოვლის საფარი ამ დროისთვის დაბალი ზონის სოფლებში 70-80, ხოლო მაღალ ზონაში 100-1300 სმ-ს აღწევს.
დილიდან მიმდინარეობს დაბის ქუჩებისა და საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები.
გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ მერიის თანამშრომლებიც. 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება მთლიან მუნიციპალიტეტს.
საგანმანათლებლო პროცესი შეჩერებულია მუნიციპალიტეტის 28 სკოლაში.რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ხიჭაურის და დაბის სტრუქტურულ ერთეულში. მერიაში საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0