შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე მოადგილე ზვიად დიასამიძესთან ერთად სოფელ ნიგაზეულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოსული მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ,,შუახევიჰესის“ გვირაბების მშენებლობით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე. სოფლის წარმომადგენლები საინიციატივო ჯგუფის მიერ ოჯახების ხელახალ შესწავლას და კომპენსაციებს მოითხოვენ.
ტარიელ ებრალიძის განმარტებით ნიგაზეულში, საინიციატივო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ გეოლოგები, კომპანიის, ადგილობრივი ხელისუფლების და სოფლის წარმომადგენლები რამოდენიმეჯერ შეისწავლეს მოსახლეობის მომართვები. გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე დაზარალებულ ოჯახებს გაეწიათ დახმარება.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მოსახლეობას ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო, რომელიც სოფელ ნიგაზეულში განხორციელდება.

Visited 118 times, 1 visit(s) today