შუახევში ახალი თოვლის საფარი 20-30 სმ-ია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შუახევში თოვს. ახალი თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 20-30 სმ-ს ,ხოლო მაღალ ზონაში 40-50 სმ-ს შეადგენს. ზვავსაშიშროებაა. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია. მაღალი ზონის სოფლებში მოძრაობა შეზღუდულია. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო დილის საათებში ელექტრომომარაგება შეუწყდა წყალსაყრის, ბარათაულისა და ნაწილობრივ ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს. მუშაობს ყველა საჯარო სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან მეცადინეობა აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო შეწყვეტილია ორ ბაგა-ბაღში. საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული საგანგებო შტაბი. მზადყოფნაშია სასწრაფო-სამედიცინო 03 სამსახური. თოვლისაგან იწმინდება დაბის ქუჩები. ოპერატიულად განიხილება წამოჭრილი საკითხები.

Visited 201 times, 1 visit(s) today