ადმინისტრაციულ ერთეულში გზების გაწმენდით სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. დეპარტამენტის 11 ერთეული ტექნიკა სხვადასხვა მიმართლებით აგრძელებს სამუშაოებს. იწმინდება ხიჭაური-ჭვანის, ჭვანა -ხაბელაშვილების, ფურტიოს, დაბაძველის, წყაროთის, უჩამბა-გოგაძეების, უჩამბა – შუახევის, კვიახიძეები-გოგაძეების, ხიჭაურის-ახალდაბის საავტომობილო გზები. უამინდობას შუახევში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. მოსახლეობა ინფორმირებულია უამინდობასთან დაკავშირებით. მობილიზებულია საგანგებო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. გამგეობის საგანგებო შტაბთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებიც საგანგებო ვითარებაში აგრძელებენ მუშაობას. 12 საათის მონაცემებით შუახევში არსებული მდგომარეობა სტაბილურია.