შუახევში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

06/03/2017

შუახევის მუნიციპალიტეტის კულტური ცენტრში დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილ საზოგადოებას სცენიდან დედის დღე მიულოცეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ, ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ, გამგებლის პირველმა მოადგილე ავთანდილ დიასამიძემ, გამგებლის მოადგილე რუსუდან შავაძემ და ქალბატონებს სიმბოლურად ვარდები გადასცეს. კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა ,,მარეთი“, ,,შუახევი“, ,,ნია“, ,,ჭვანა“ და ინდივიდუალურმა შემსრულებელმა ზაზა ხილაძემ ქალბატონების საპატივსაცემოდ კონცერტი გამართეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0