შუახევში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს

12/12/2016

მეორე კვირაა თოვს. თოვლის საფარი დაბალ ზონაში 40-60 სმ-ია, ხოლო მაღალი ზონის ცალკეულ სოფლებში 2 მეტრს აღწევს. მაღალ ზონაში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. დაბალ ზონაში ორხიდიანი ტრანსპორტი გადაადგილდება. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.
გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ელექტრომეურნეობის აღდგენის სამუშაოები და ღამის საათებში აბონენტთა 80 პროცენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. დილის საათებში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა წყალსაყრის, შუბნის, ნაწილობრივ ბარათაულის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას. ხაზების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება და სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში ენერგიის მიწოდება ყველა აბონენტთან აღდგენილი იქნება.
საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით დილიდან მუშაობას დაიწყებს 10-12 ერთეული ტექნიკა და გაიწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებში მისასვლელი გზები. გუშინ გაიწმინდა დაბა შუახევის ქუჩები. მუშაობს ყველა საჯარო სკოლა, გარდა სხეფისა.დიდ თოვლობის გამო მეცადინეობა შეწყვეტილია უჩამბის ბაგა-ბაღში. მუშაობას აგრძელებს 24 საათიან რეჟიმში საგანგებო შტაბი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0