შუახევში ლოჯისტიკური ცენტრი მოეწყობა

16/01/2018

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად შუახევში, ლოჯისტიკური ცენტრის მოსაწყობად განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა.
ლოჯისტიკური ცენტრის მოსაწყობად აჭარის მთავრობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაბაში, რუსთაველის ქუჩის # 71 -ში მდებარე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადასცა.
შუახევის ლოჯისტიკური ცენტრი ხილის დახარისხება-შეფუთვისა და სამაცივრე მოწყობილობებით აღიჭურვება, რაც შუახეველ ფერმერებს საშუალებას მისცემს, ადგილზე გადაამზადონ და შეინახონ ხილი სარეალიზაციოდ.
ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში აქვს დაგეგმილი, ცენტრი კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში იქნება.
ხელმძღვანელმა პირებმა გარდა ამის, დაბა შუახევში რამოდენიმე ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც შესაძლებელია სამომავლოდ სოფლის მეურნეობის პროექტების მოწყობა და განხორციელება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0