შუახევში მოსახლეობას ამბულატორიები სრულფასოვნად მოემსახურებიან

17/03/2017

2015 წლის მარტში აჭარის მაღალმთიანეთის სოფლებს ,,ნივის“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადაეცათ. მათ შორის შუახევში მდებარე სასოფლო ამბულატორიებს 7. მაღალმთიან სოფლებში სადაც თოვლის საფარი რამდენიმე თვის განმავლობაშია, პირველადი სამედიცინო დახმარების პროცესი ახალმა ავტომანქანებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მუნიციპალიტეტის გამგეობამ ამ დღეებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან მე-8 ავტომანქანა შეიძინა ჭვანის ამბოლატორიისთვის. დღეიდან შუახევის მუნიციპალილტეტის მოსახლეობას ამბულატორიები სრულფასოვნად მოემსახურებიან. 2015 წელს შუახევში მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეიქმნა ა(ა)იპ შუახევის სოციალური სერვისების ცენტრი, რომლისც უზრუნველყოფს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ამბულატორიების, ექიმებისა და სამედიცინო პუნქტის მედდების მუშაობის მონიტორინგს, საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურებას და მათი მუშაობის ხელშეწყობას. მაღალი გამავლობის ,,ნივის“ მარკის ავტომანქანა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ ჭვანის მოსახლეობას, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძესთან და სხვა ხელმძღვნელ პირებთან ერთად გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0