შუახევში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

06/10/2017

შუახევში სალოტბარო სკოლა გაიხსნა. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს და მუნიციპალიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის თანახმად მსურველები უფასოდ შეძლებენ, ძველი ხალხური, ტრადიციული სიმღერების და გალობის შესწავლას. სკოლის დამთავრების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. საქართველოს მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს 18 სალოტბარო სკოლა სადაც საუკეთესო ლოტბარები და რეგენტები 700-მდე ბავშვს უფასოდ ასწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. სალოტბარო სკოლის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი,საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე და სხვა ხეელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0