ფესტივალის “კერამიკის ალქიმია“ ფარგლებში შუახევში, სოფელ ბრილში თიხის მდგრადობა შეამოწმეს. ბათუმელ კერამიკოსებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობდნენ ლატვიელი კერამიკოსები და თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის სპეციალობის პროფესორ-მასწავლებლები. ფესტივალი ბათუმში წელს მეორედ 29 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით ა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება. ყოველდღიურად ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივი და უცხოელი წამყვანი კერამიკოსები ატარებენ ვორქშოპებს, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ფესტივალის მიზანია, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაცია, ტურიზმისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება რეგიონში.