შუახევში წყალსადენის მშენებლობა მიმდინარეობს

შუახევში, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში 29 კმ-იანი ფურტიო-ბუთურაული- ნენიის წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს. ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს.
პროექტი სამ წლიანია და მისი ღირებულებაა 4 მლნ. 916. 999 ლარი. მაგისტრალის მოყვანა ზღვის დონიდან 1260 მეტრის სიმაღლიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთიდან ხორციელდება და შუახევის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის ( 30% ) მოსახლება ისარგებლებს.
დღეს მშენებელმა კომპანიამ წყლის სათავე ნაგებობისა და სასმელი წყლის გამანაწილებელი ავზისა მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო მასალები შეიტანა. პროექტის ფარგლებშო წყლის სათავე ნაგებობა რაქვთაში,ხოლო სასმელი წყლის გამანაწილებელი აუზის მშენებლობა ნენიში, ფურტიოში და ბუთურაულში მოეწყობა.
2016 წელს მაგისტრალის მშენებლობაზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით 2017 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

Visited 175 times, 1 visit(s) today