შუა ხორგა-ქარიატა-ყულევის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხობის მუნიციპალიტეტში, მორიგ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტს – შუა ხორგა-ქარიატა-ყულევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. შუა ხორგა-ყულევის დამაკავშირებელი 16 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს. სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ 688 ათასი ლარია და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „NEW ROAD” აწარმოებს. პროექტის ფარგლებში მთლიანად აღდგება გზის სავალი ნაწილი, დაიგება ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი; მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, კიუვეტები, დამონტაჟდება სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები და საგზაო ნიშნები. უახლოეს პერიოდში, შუა ხორგის, ქარიატისა და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალსადენი სისტემის მშენებლობა დაიწყება და მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალი სასმელად გამოუსადეგარია და მცხოვრებლებს სასმელი წყალი, დღემდე ცისტერნების მეშვეობით მიეწოდებათ.

Visited 441 times, 1 visit(s) today