შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებზე ზესტაფონში პროექტის პრეზენტაცია შედგა

04/05/2017

შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებზე ზესტაფონში პროექტის „ მოვახდინოთ შშმ პირთა ინტეგრაცია მოხალისეობის გზით“ პრეზენტაცია შედგა. პროექტი სსიპ ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა და ჰელფინგ ჰენდის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. პროექტი ძევრის შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციართათვის სოციალურ, ფსიქო – ემოციურ განვითარებას, მოხალისეების აქტიურ ჩართულობასა და ადგილობრივ თემში არსებული სტერეოტიპების რღვევას. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის ჰელფინგ ჰენდის მოხალისეები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მხარდაჭერით და თანამსრომლობით აღნიშნულ პანსიონატში განახორციელებენ სხვადასხვა შინაარსის მქონე ვიზიტებს, რაც ბენეფიციართა უნარ – ჩვევების და საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ვიზიტების დროს წინასწარ დაკომპლექტებულ ბენეფიციართა ჯგუფებთან ჩატარდება ხელსაქმის, მუსიკის, ხატვის და სხვა მათზე მორგებული აქტივობები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0