ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება

18/07/2017

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების უმთავრეს მიზანს, საქართველოში არსებული ჩაის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს. ეკონომიკის სამინისტროს მიერ 25 წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით, ჯვარი-91-ს სარეაბილიტაციოდ გადაეცა ზედა საჩინოს ტერიტორიაზე არსებული 100 ჰა ჩაის პლანტაცია. პლანტაციის სარეაბილიტაცია ხდება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ 70%, 30 % კი ფინანსდება შპს ჯვარი-91-ის მიერ. ამ ეტაპზე მიმდინარებს ჩაის მინერალებით გაჯერების პროცესი. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ და გამგებლის მოადგილე სევერიანე შეროზიამ. აქვე იმყოფებოდა შპს ჯვარი-91 დირექტორი ლევან ფიფია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0