ჩარგალში „ვაჟაობა“ გაიმართა

15/07/2021

ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას 160 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე მოადგილესთან მაცაცო ნარიმანიძესთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა ქადის გატეხვის ტრადიციული ცერემონია, ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის ავტორობით გამოცემული ორენოვანი კრებულის „ვაჟა-ფშაველას ნაკვალევზე“ პრეზენტაცია; წიგნის შესახებ თავად ავტორებმა და ასევე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ისაუბრეს. საიუბილეო საღამოს ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთავის თეატრმა სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ წარმოადგინა (რეჟისორი სოსო ნემსაძე). ჩარგალში სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ 1961 წლიდან აღინიშნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0