ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამუშაოების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე, ყურადღება გამახვილდეს პროექტების ეფექტურად და შესაბამის ვადებში დასრულებაზე.

08/12/2021

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში პირველი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა სამუშაო ფორმატში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მხარეში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში ყველა პროექტი, რომელიც შემდეგი წლების განმავლობაში განხორციელდება იქნება ურბანულად გამართული და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული. ყურადღება გამახვილდება სამუშაოების შესრულების ხარისხსა და ვადებზე.

“მოგეხსენებათ, რომ რეგიონში, ცენტრალური ხელისუფლება, როგორც დამოუკიდებლად, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტების თანამონაწილეობით, არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს – ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამუშაოების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე, ყურადღება გამახვილდეს პროექტების ეფექტურად და შესაბამის ვადებში დასრულებაზე. სამუშაოებს აქტიურ მონიტორინგს გაუწევს სამხარეო ადმინისტრაცია და პირადად ჩემი ჩართულობით, მუნიციპალიტეტების მიხედვით, ადგილზე გავეცნობით პროცესის მიმდინარეობას და გამოვლენილ საჭიროებებს.“ – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0