ჩემთვის დიდი პატივია, გამოვავლინო გამარჯვებული ნომინაციაში „წლის ქართული პროდუქტი“

09/12/2017

„ჩემთვის დიდი პატივია, გამოვავლინო გამარჯვებული ნომინაციაში „წლის ქართული პროდუქტი“ იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანისთვის ქართული პროდუქტი ასოცირდება ნატურალურთან, კარგთან, ხარისხიანთან,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტის „ბიზნეს დაჯილდოება 2017“-ის ფინალურ ღონისძიებაზე, რომელიც „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ორგანიზებით წელს უკვე მეორედ გაიმართა.
„წლის ქართულ პროდუქტად“ კომპანია „კულა“ დასახელდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანიის დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს ივანე გოგლიძეს საპატიო პრიზი გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0