ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი,“ – ამის შესახებ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მისულმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრს სიტყვით გამოსვლის დასრულების საშუალება არ მისცეს.

„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესმა სამართლებრივი განვითარება ჰპოვოს. ამიტომ გთავაზობთ, რომ ხვალ დილიდან საქმის გამოძიება დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროში,“ – განაცხადა პრემიერმა.

Visited 152 times, 1 visit(s) today