ჩემთვის საამაყოა, რომ ზესტაფონში მოყვანილი და წარმოებული ღვინო ამერიკასა და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში გადის ექსპორტზე

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან ერთად, სოფელ პირველ სვირში, დავით ნიქაბაძის ოჯახურ მეურნეობას ესტუმრა. უმრავლესობის დეპუტატმა სვირის მიკრო ზონაში მოყვანილი იმერული ჯიშის ღვინო დააგემოვნა და ადგილობრივ მეწარმეს იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა დახმარებითაც ბიზნესის მეტად განვითარების საშუალება ექნება.

„დღეს ვიმყოფებით უნიკალურ ადგილას, ბატონი დავით ნიქაბაძის მარანში, რომელიც იმერული წესით დაყენებულ ციცქას, ცოლიკოურს, კრახუნას, ძველშავს და ოცხანურ საფერავს აწარმოებს. ჩემთვის საამაყოა, რომ ზესტაფონში მოყვანილი და წარმოებული ღვინო ამერიკასა და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში გადის ექსპორტზე. ბატონ დავითს მივაწოდეთ ინფორმაცია ხელისუფლების მიერ ინიცირებულ იმ პროგრამებზე და შეღავათებზე, რომელთა საშუალებითაც ბიზნესის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას შეძლებს. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და მაქსიმალურად ჩაერთონ სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაში. ხელისუფლება ყველა იმ მეწარმის მეგობარი და პარტნიორი იქნება, რომელიც ქართული პროდუქციის წარმოებითა და რეალიზაციით დაინტერესდება,” – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

Visited 95 times, 1 visit(s) today