ჩეხეთის განვითარების ფონდსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბავშვთა გრძელვადიანი პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს, ჩეხეთის განვითარების ფონდსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა, ჩეხეთის განვითარების ფონდის დირექტორმა, პაველ ფრელიჩმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა, ზურაბ ორჯონიკიძემ მოაწერეს.
პროექტი მაღალი სტანდარტების პალიატიური მზრუნველობის ცენტრის მშენებლობას და მისი შესაბამისი რესურსით აღჭურვას ისახავს მიზნად.
პალიატიური მოვლა იმ პაციენტებზე მრავალპროფილიან მზრუნველობასა და ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას გულისხმობს, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება.

Visited 172 times, 1 visit(s) today