ჩეხეთის დელეგაცია საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა, სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი და ჩეხეთის 20-ზე მეტი ბიზნეს-კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრები მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კუპატაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ მაია გიქოშვილმა მიიღეს. მარტა ნოვაკოვა და ჩეხური ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდნენ. ქართულმა მხარემ სტუმრებს სრული ინფორმაცია მიაწოდა საგზაო მიმართულებით და წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობა-რებილიტაციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ტენდერებში მონაწილეობის წესებსა და რეგულაციებს. დღესვე თბილისში საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

Visited 228 times, 1 visit(s) today