ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროში ქართველ კოლეგასთან შეხვედრამდე, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მარტინ სტროპნიცკიმ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპული სამხედროების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ ჩეხეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.

დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა.

Visited 167 times, 1 visit(s) today