მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში საბჭოს სხდომა გაიმართა. მხარის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ანგარიში მოისმინა. გუბერნატორმა განსაკუთრებული აქცენტი საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვაზე, წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების საკითხების მოწესრიგებაზე გააკეთა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის მოსახლეობა გამართული კომუნალური მომსახურებებით სარგებლობდეს, ჰქონდეს მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით უკვე არაერთ პროექტს ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია ეს პროექტები ხარისხიანად შესრულდეს და სარგებელი რეგიონის თითოეულმა მოსახლემ ნახოს“ – აღნიშნა მხარის გუბერნატორმა სხდომის მიმდინარეობისას.