ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეზღუდვები მოქმედებდეს მინიმალური პერიოდით

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეზღუდვები მოქმედებდეს მინიმალური პერიოდით, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას. შეზღუდვები არ მოქმედებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და არც იმ ბიზნეს-სუბიექტებზე და მათ ეკონომიკურ საქმიანობაზე, რომლებიც აწარმოებენ ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან პროდუქციას. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სამუშაოები პირველყოვლისა არ ჩერდება იმის გამო, რომ ისინი ძირითადად ღია სივრცეში მიმდინარეობს და რისკი ნაკლებია, თუმცა იქაც სოციალური დისტანცირება ერთ-ერთი აუცილებელი მითითებაა, რასაც ვაკონტროლებთ. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი კი არის ის, რომ ამ ეპიდემიიდან გამოვიდეთ არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის თვალსაზრისით ნაკლები დანაკარგით, არამედ ჩვენი ეკონომიკის მინიმალური ზიანით“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საგანგებო მდგომარეობაზე საუბრისას.

Visited 73 times, 1 visit(s) today