ჩვენთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე. ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს დიდიხნის მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს

28/04/2023

გიორგი დოხტურიშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარის მოადგილეს, ადილ ალიევს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს, ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებით ოფიციალური ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც გვაქვს შესაძლებლობა სამუშაო შეხვედრის ფორმატში ვისაუბროთ ჩვენთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე. ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს დიდიხნის მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს“ – აღნიშნა შეხვდრის დროს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

“პირველ რიგში მადლობას გიხდით საკმაოდ მაღალ დონეზე გამართული შეხვედრისთვის, რომლის ფარგლებშიც განვიხილეთ ჩვენი ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებული ურთიერთობები. მიმაჩნია, რომ ჩვენი მოლაპარაკებები ორი ქვეყნის ურთიერთობას მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს და გაამყარებს ” – აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარის მოადგილე, ადილ ალიევი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სპორტი და ახალგაზრდობის საკითხები ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ასევე მხარეებმა რეგიონის სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიზნით გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და ორ რეგიონს შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. რწმუნებულთან ერთად შეხვედრას წრმუნებულის პირველი მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი, მოადგილეები: ნიკა კობახიძე, ილია ჯალაღანია და კახა კობერიძე ასევე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შაჰინ ისმაილოვი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის წევრი, ჯაბი გულიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეორე მდივანი საქართველოში, რამელ ლატიფოვი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0