ჩვენთვის პრიორიტეტულია სამოქალაქო თანასწორობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, გიორგი დოხტურიშვილმა, სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურთან, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან და დამსწრე წევრებთან ერთად დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილა.
გიორგი დოხტურიშვილმა აქცენტი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე გააკეთა.

“ჩვენთვის პრიორიტეტულია სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია, სადაც დაცული იქნება ყველა მოქალაქის, ეთნიკური ჯგუფის იდენტობა და უფლებები. მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ თუ რა პოლიტიკას ატარებს ამ მიმართულებით სახელმწიფო და სწორედ ამ პოლიტიკის განხორციელების პროცესს მივყვეთ“- ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი.

ლია გიგაურმა საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და უწყების საქმიანობის შესახებ ისაუბრა. დეტალურად განიხილა საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს როლი, მიზნები და ამოცანები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციის პროცესის ეფექტიანობის გასაზრდელად. საკონსულტაციო სხდომას ასევე ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილეები ილია ჯალაღანია და კახა კობერიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ელისო ლომიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლში, ანარ სულეიმანოვი.

Visited 64 times, 1 visit(s) today