ჩვენთვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენთვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ფინანსთა მინისტრს მისცა შესაბამისი დავალება, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ფისკალურ პოლიტიკას და შემოსავლების სამსახურს.

„მნიშვნელოვანია ფისკალური დისციპლინა, ამიტომ, ფინანსთა მინისტრს მინდა დავავალო, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ყველაფერს, რაც ხდება შემოსავლების სამსახურში. ჩვენთვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საერთოდ, სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის, ამიტომ, შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Visited 53 times, 1 visit(s) today