ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მშპ-ში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა რიცხვი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა რიცხვი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც განათლების რეფორმის პრეზენტაცია დააანონსა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, რომ განათლების სექტორში რეფორმირების პირველი ფაზის დაწყება უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

„ჩვენ გამოვყავით 5 დონე, რომლის მიხედვითაც მოხდება განათლების სექტორის რეფორმირება. ეს გახლავთ ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ადამიანური კაპიტალის ზრდა არის ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი და ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში. ეს იქნება ჩემი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას რეფორმის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა, ვინაიდან, ეს არის რეფორმა, რომელიც საქართველოს წარმატებას მოუტანს.

Visited 158 times, 1 visit(s) today