ჩვენთვის ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია

22/01/2018

ჰოლანდიის მთავრობის დაფინანსებული პროექტის „გურიის რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარება – ინტეგრირებული მიდგომა“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ექსპერტთა ჯგუფი, დღეს გურიის გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
როგორც ერასმუსის უნივერსიტეტი როტერდამში, ურბანული განვითარების ინსტიტუტის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლი პენიკმა აღნიშნა, პროექტის მიზანი არის გურიაში ტურიზმის მდგრადი განვითარების თემაზე გუბერნიისა და მუნიციპალიტეტების სპეციალისტების გადამზადება და Tailor-Made Training programme – ის კურსის გავლა. ჰოლანდიური გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო ექსპერტებისგან. ჰოლანდიის კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება. ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება, არსებული რეგიონული სტრატეგიის ტურიზმის განვითარების ინსტრუმენტად გარდაქმნა, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტულ მოქმედებებს, პასუხისმგებელ პირებს და საჭირო რესურსებს მოკლევადიანი ინტერვენციისთვის.

„ჩვენთვის ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან გურია ტურიზმის თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველია. რეგიონი მდიდარია თავისი ისტორიითა და ტრადიციით, არაერთხელ გამხდარა ინტერესის სფეროც. ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ტურიზმისა და მასთან დაკავშირებულ სფეროებს. ამჟამად მუნიციპალიტეტებისა და სხვადასხვა აქტორების ჩართულობით მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ დოკუმენტზე. ეს პროექტი დაეხმარება, ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს, ჰოლანდიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები, შეიმუშავონ ეფექტური სტრატეგია და შემდგომში სამოქმედო გეგმა მუნიციპალიტეტებისთვის,“- აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის თავმჯდომარე მინდია სალუქვაძე და ადმინისტრაციის თანამშრომელი ლიკა ღლონტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0