ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა ჩვენთვის კომპლექსურ გარემოში გადარჩენა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა აშშ-თან თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი თქმით, რთულ რეგიონულ გარემოში გადარჩენა აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე, საქართველოსთვის რთული იქნებოდა.

„ჩვენთვის ძალიან რთული იქნებოდა ჩვენთვის კომპლექსურ გარემოში გადარჩენა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ ამერიკელ მეგობრებთან თანამშრომლობას და მათ მეგობრულ განწყობას საქართველოს მიმართ. მტკიცედ მივისწრაფვით ამ თანამშრომლობისა და მეგობრობის გაძლიერებისკენ.ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაქვს აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან და ყველაფერს გავაკეთებთ მის გასაძლიერებლად. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე, რაც ჩვენთვის როგორც ეკონომიკური , ისე პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. კონგრესში განიხილება საქართველოს მხარდამჭერი აქტი და ჩვენს მისამართით მხარდაჭერაა გამოთქმული აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ სხვა აქტებშიც”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 159 times, 1 visit(s) today