ჩვენის მხრიდან შევეცდებით, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს

18/10/2017

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებზე ევროპარლამენტის ანგარიშზე მომხსენებლის, ევროპარლამენტარ ლაიმა ანდრიკიენეს განცხადებით ევროპარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს. ამის შესახებ ევროპარლამენტრმა ქ. ბრიუსელში საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგომ განაცხადა.
მისი თქმით შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს შთამბეჭდავ მიღწევებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, „როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუსმენდი, ბედნიერი ვიყავი იმ წარმატებული შედეგებით, რისი მიღწევაც საქართველომ შეძლო. ჩვენის მხრიდან შევეცდებით, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდეს“ – განაცხადა ლაიმა ანდრიკიენესმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0