ჩვენი ამოცანა არის მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე კირცხში მომხდარ ინციდენტს აფასებს. ეკა ბესელიას თქმით ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო პროვოცირებული. მისივე განცხადებით „ქართული ოცნების“ ამოცანას მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს.
„ჩვენი ამოცანა არის მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება. „ქართულ ოცნებას“ არ ჭირდება იმ ტიპის არჩევნების სცენარი რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა. დააკვირდით მოვლენებს, არსად არ მომხდარა მსგავსი რამ გარდა იმ ერთი საარჩევნო უბნისა სადაც იმყოფებოდა ბოკერია და მისი რაზმი. პროვოცირება იყო მათგან და სამწუხაროდ როდესაც ამ პროვოკაციას წამოეგო ცალკეული ადამიანები შეიქმნა საკმაოდ ცუდი სიტვაცია, ამიტომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“ – აცხადებს ეკა ბესელია.

Visited 218 times, 1 visit(s) today