ჩვენი გზა არის ევროპისკენ

11/12/2019

საქართველო პირველად გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რომლის აღსანიშნავად, დღეს, ქალაქ ოზურგეთში თეატრალურ მოედანზე, “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ახალგაზრდები დაესწრნენ.

“ნამდვილად მისასალმებელია, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ეს ექვსი თვე არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა. მნიშვნელოვანია ის, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც აიღო ჩვენმა ქვეყანამ იმ მოთხოვნების და სტანდარეტების შესრულებული იქნება, რაც ევროკავშირს გააჩნია. ქართველები ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ჩვენი გზა არის ევროპისკენ“ – განაცხადა გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა, ნიკა ბახტაძემ.

“საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ამ მოვლენას დიდი სიამაყით შევუერთდით ოზურგეთიდან. ჩვენმა ქვეყანამ, ევროპულ სტანდარტებზე უკვე დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი და ერთგული რჩება ევროპული ღირებულებების, ფასეულობების. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ევროსაბჭოში, საქართველო განსაზღვრავს პრიორიტეტულ თემებს, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელივანია ადგილობრივი თვითთმმართველობის გაძლიერების კუთხით, გარემოს დაცვის საკითხები, დემოკრატიის გაძლიერება ახალგაზრდების ჩართულობით და სხვა. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობას ჩვენი ქვეყანა წარმატებით გაართმევს თავს. საქართველოს ევროპული მომავალი შეუქცევადია“! – აღნიშნა დავით დარჩიამ.

“ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის ეს მოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი პრიორიტეტული თემებიდან, რასაც საქართველო ამ პერიოდში განსაზღვრავს, ფუნდამენტალურია განათლება და ახალგაზრდული ინიციატივები. ვულოცავ საქართველოს და ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს, ევროპა ეს არის გზა უკეთესი მომავლისკენ,“ – აღნიშნა მიმართვისას ნიკა ბახტაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0