ჩვენი დარგული ხეების 80 %-ზე მეტმა გაიხარა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენი დარგული ხეების დაახლოების 80 %-ზე მეტმა გაიხარა, – ამის შესახებ დავით ნარმანიამ დედაქალაქის საკრებულოში განაცხადა, სადაც ის ეკოლოგიისა და გამწვანების საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე წარსდგა. როგორც საკრებულოს დეპუტატების კითხვებზე პასუხისას ნარმანიამ აღნიშნა, მსოფლოში არსად არსებობს ხეების 100%-იანი გახარების მაჩვენებელი.

„სადაც ხეების გახარება ვერ ხდება, ჩვენ ვახდენთ მის ჩანაცვლებას”, – განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება ბიუჯეტში ეკოლოგიასა და გამწვანებასთან დაკავშირებით გამოყოფილ თანხებს, ნარამანიას თქმით, თანხების ზრდა პროგრესულია, მაგრამ არასაკმარისი.

”ეკოლოგიისა და გამწვანების თვალსაზრისით თანხების ზრდა პროგრესულია, მაგრამ გეთანხმებით, რომ არასაკმარისი. თუმცა, როცა ბიუჯეტი შეზღუდულია, უამრავი პროექტია დასაფინანსებელი – სოციალური, ინფრასტრუქტურის, სპორტის და სხვა, არ გვეძლევა საშუალება, რომ ეკოლოგია და გამწვანება მეტი თანხით დავაფინანსოთ”, – განაცხადა ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, დედაქალაქში ეკოლოგიისა და გამწვანების თვალსაზრისით ბევრი რამ გაკეთდა.

”ჩვენ გულხელდაკრეფილები არ ვყოფილივართ და ეკოლოგიისა და გამწვანების თვალსაზრისით ბევრი რამ გაკეთდა”, – აღნიშნა ნარმანიამ.

Visited 116 times, 1 visit(s) today