ჩვენი კოლეგები საკმაო რესურსს ფლობენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტის იმ წევრების მიმართ, ვინც ახალი მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდნენ, შეთავაზებები დამოკიდებული იქნება კონკრეტული ადამიანების გამოცდილებაზე. მისი თქმით, გამოცდილება, რომელიც საპარლამენტო საქმიანობის პერიოდში მათ შეიძინეს, ამ ადამიანებს შრომის ბაზარზე მოთხოვნადს ხდის.

”ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი გამომდინარე საქმიანობის ხარისხიდან, რომელიც შესაძლებელია მათ განახორციელონ ამა თუ იმ სფეროში. საუბარია ამაზე და არა ვალდებულებაზე, რომ გინდა თუ არა პარლამენტის წევრი, რომელმაც იმსახურა 4 წელი, აუცილებლად სადმე უნდა მუშაობდეს. არსებობს კანონი დასაქმების შესახებ და შესაბამისი რეგულაციები. ეს არ დაირღვევა. არიან ადამიანები, რომლებმაც გარკვეული პოზიტიური გამოცდილება შეიძინეს და ამ თემაზე თუ კონსულტაციები აქვთ ჩვენს ყოფილ საპარლამენტო კოლეგებს, ამაში გასაკვირი არაფერია. თუ როგორ მოხდება ეს, ჩემთვის ცნობილი არ არის. ბიძინა ივანიშვილის დაპირების ზუსტი ფორმულირება ასეთი იყო: ადამიანებს, რომლებიც ვერ მოძებნიან ადგილს ან არ იქნება მათზე მოთხოვნა აღმასრულებელ სისტემაში, წარმატებით შეუძლიათ ეძებონ ადგილი იმ ბიზნესპროექტებში, რომელსაც იგი პირადად განახორციელებს. ჩვენი კოლეგები საკმაო რესურსს ფლობენ იმისთვის, რომ მოთხოვნილება იყოს მათზე აღმასრულებელ სისტემაში”, – განაცხადა ვოლსკიმ.

Visited 108 times, 2 visit(s) today