ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და ძვირფასია აფხაზური კულტურა და აფხაზური ენა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის წევრებს აფხაზური ენის დღე მიულოცა და სხდომა აფხაზური მისალმებით გახსნა.

„მსურს, კომიტეტის დღევანდელი სხდომა დავიწყო სიტყვით „მშიბზია“, რომელიც აფხაზურ ენაზე მისალმებას ნიშნავს. დღეს აფხაზური ენის დღეა და მსურს ყველას, მთლიანად საქართველოს მივულოცო ეს დღე და, რა თქმა უნდა, უპირველესად, აფხაზებს. ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და ძვირფასია აფხაზური კულტურა და აფხაზური ენა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Visited 21 times, 1 visit(s) today