ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდები

21/12/2017

ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდები, რომ მათ შექმნან და განავითარონ საკუთარი ბიზნესი, დაასაქმონ საკუთარი თავი და შემდგომში სხვები, – ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ახალგაზრდების ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ჩართულობას ეხებოდა. მისი თქმით, ამ მიმართულებით მთავრობა ძალიან აქტიურია და პროცესი გაგრძელდება.

“ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული რეგიონებში ინოვაციური ცენტრების გახსნა, ამავე დროს, პროფესიული განათლების განვითარების კვალდაკვალ, რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნა. ვითანამშრომლებთ ყველა ინიციატორთან ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების სტარტაპების წახალისება და შესაბამისად, უნივერსიტეტებიდან და პროფესიული განათლებიდან იმ კადრების მიღება, რომლებიც ბაზარზეა მოთხოვნადი“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0