ჩვენი მთავარი მიზანია არჩევნებისთვის თავისუფალი, სამართლიანი, მშვიდი გარემოს უზრუნველყოფაა

27/11/2018

„ჩვენი მთავარი მიზანია არჩევნებისთვის თავისუფალი, სამართლიანი, მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა. აქეთ იქნება მიმართული მთელი ჩვენი ყურადღება ხვალაც და არჩევნების დღესაც“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს აგრესიული გარემოს შექმნას: „ყოველდღიურ რეჟიმში ისინი ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, ხშირად საუბრობენ რევოლუციურ სცენარზე. ამაზე საუბრობდა სააკაშვილი, ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერები. იმედია, რომ მათ ეს განზრახვა ბოლომდე გონებაში არ ექნებათ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ წესრიგის თავიდან ბოლომდე დაცვას”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0