ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა საკითხს ექნება სამართლებრივი შეფასება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მივესალმებით, რომ არის შესაძლებლობა საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს ეს კონფლიქტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების დაწყების კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველო რა თქმა უნდა ექვემდებარება იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც აქვს. “ჩვენ მივესალმებით, რომ არის შესაძლებლობა საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს ეს კონფლიქტი და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი”, – განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, ქართული მხარე ითანამშრომლებს გამოძიებასთან და იმედს იტოვებს, რომ ყველა საკითხს, რომელიც მოითხოვს პასუხს, პასუხი გაეცემა. რაც შეეხება კითხვას, შეიძლება თუ არა წინა ხელისუფლების ბრალეულობა გამოიკვეთოს გამოძიების პროცესში, ჯანელიძემ განმარტა, რომ აქ საუბარია იმ ადამიანებზე, ვისი უფლებებიც დაირღვა კონფლიქტის დროს. დანაშაულებებზე, რომელიც იქნა ჩადენილი. ასევე ქართველების ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც განხორციელდა ახლა უკვე ოკუპირებულ ტერიტორებზე. “ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა საკითხს ექნება სამართლებრივი შეფასება”, – განაცხადა ჯანელიძემ.

Visited 116 times, 1 visit(s) today