ჩვენი მხრიდან იყო თანამშრომლობის მზადყოფნა თუმცა, პრეზიდენტმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება

28/08/2018

„ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც ყველამ უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტის ნაბიჯი. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ სურათი არის ნათელი და ამას დამატებითი შეფასება არ სჭირდება. ჩვენ არაერთგზის ვთქვით რომ დაველოდებოდით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას. ეს იყო მისი პრეროგატივა და ამის შემდეგ მივიღებდით ჩვენს გადაწყვეტილებას უკვე კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან იყო თანამშრომლობის მზადყოფნა, თუმცა, პრეზიდენტმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, რაც ასევე შეფასდა ყველას მიერ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს იყო პრეზიდენტის მხრიდან იმის განცხადება, რომ ის ელოდება უკვე საპრეზიდენტო არჩევნებს დ საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვას. „მისი ეს ნაბიჯი ალბათ ასე უნდა აიხსნას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0