ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის ძალიან წარმატებული და კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული

28/09/2018

მსოფლიოში მიმდინარეობს უსაფრთხოების სისტემის ეროზია და ბუნებრივია, ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2008 წელს რუსეთის ფედერაციის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, სამწუხაროდ მაშინ ამ აგრესიას არ მიეცა ადეკვატური რეაგირება და შესაბამისად, ეს ეროზია გაგრძელდა.

“ვფიქრობ, მსოფლიო თანამეგობრობას ძალიან კარგად ესმის უსაფრთხოების ფასი და ის,რომ საჭიროა ახალი ინიციატივები, პრინციპული ნაბიჯების გადადგმა, რომ უსაფრთხოება ყველგან იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ რეგიონში, სადაც საქართველო მდებარეობს. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, მათ შორის არაღიარების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ზეწოლაა ბევრ ქვეყანაზე რომ მათ ეს ნაბიჯი გადადგან. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლიო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა თუ არც ჩავთვლით ისეთ რეჟიმებს, როგორიც არის სირიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის ძალიან წარმატებული და კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული”, – განაცხადა პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0