ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ძალიან კონსტრუქციულია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით გერმანია მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების პროცესში და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ისაუბრა.
სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ევროპელი კონსერვატორების სახელით გამომსვლელი დეპუტატის კითხვის ერთი ნაწილი სწორედ გერმანიის პოზიციას ეხებოდა საქართველოსა და ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის საკითზე.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოში შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად განხილვები გვქონდა და ჩვენ მივაღწიეთ კომპრომისულ შეთანხმებას შენგენის ვიზის ლიბერალიზაციის გეგმასთან დაკავშირებით. ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ძალიან კონსტრუქციულია, რაც დადასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას“ – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

Visited 190 times, 1 visit(s) today