ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ორგანიზებულად და დემოკრატიულად ჩატარება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენი ხელისუფლების ამოცანას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ორგანიზებულად და დემოკრატიულად ჩატარება წარმოადგენს – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ეკა ბესელია, ჟურნალიტების შეკითხვას არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.
დეპუტატის შეფასებით, საარჩევნო ოლქების უმრავლესობაში მეორე ტურის ჩატარების საჭიროება საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის ხარისხის ზრდამ განაპირობა.
„ დაიწყება შეხვედრები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მე ვფიქრობ, რომ მეორე ტური როდესაც ამდენ ოლქში ტარდება ეს ნიშნავს პირველ რიგში, რამდენად გაზრდილია დემოკრატიულობის ხარისხი და კონკრეტული გარემო და მაღალი ბარიერი რომელიც ჩვენი ინიციატივით არის სწორედ შეთავაზებული ამომრჩევლისთვის ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობას. ახლა ჩვენ ამოცანას არჩევენების მეორე ტურის მაღალი ორგანიზებულობით და მშვიდ გარემოში ჩატარება წარმოადგენს“ – აცხადებს ეკა ბესელია.

Visited 157 times, 1 visit(s) today