ჩვენს თვალწინ ვითარდება “ქართული ოცნების” კრიზისი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენს თვალწინ ვითარდება “ქართული ოცნების” კრიზისი, – ამის შესახებ prof-news-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის შეფასებით, ის გუნდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, აბსოლუტურად ეკლექტური იყო, რომელიც ვერ გაუძლებდა და ვერც გაუძლო ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

მისივე განმარტებით, შექმნილი სიტუაცია კრილოვის ცნობილ იგავ-არაკს “გედი, კიბო და ქარიყლაპია” ახსენებს.

იგი მიიჩნევს, რომ მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” გამარჯვების შანსი არ აქვს.

“თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, მაშინ ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებას” გამარჯვების შანსი არ აქვს და შესაბამისად, ხელისუფლება მთლიანად შეიცვლება. თუ არ ჩატარდა სამართლიანად, ამას უკვე ქართული საზოგადოება, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა ისეთ შეფასებას მიცემს, რომ ახალი უსამართლოდ არჩეული ხელისუფლება ვერ იფუნქციონირებს. ასე რომ, “ქართული ოცნების” გამარჯვების პერპსექტივას საბოლოო ჯამში ვერ ვხედავ. ეს ოქტომბერში იქნება მომხდარი თუ რამდენიმე თვის შემდეგ, იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ეყოფათ გონიერება და შეეცდებიან, რომ არ განახორციელონ არჩევნების ფარსი”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

Visited 152 times, 1 visit(s) today