ჩვენ ამას ვაფასებთ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის შელახვად

03/08/2017

”ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის შელახვად და ასევე, ამ პოლიტიკის ძალისმიერი მეთოდებით დაკანონების მცდელობად. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით გავაგრძელებთ კონსტრუქციული და მშვიდობაზე ორიენტირებული ყველა ნაბიჯის გადადგმას, რათა მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, შერიგება, ნდობის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“ – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებული შეკითხვის კომენტირებისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0